Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქე პრაღის აეროპორტში რუსეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავეს

რუსეთის მოქალაქე პრაღის აეროპორტში რუსეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავეს

09/01/2024 14:47:57 მსოფლიო

ჩეხეთის დედაქალაქის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ევგენი გერასიმენკო, რომლის დაპატიმრების ორდერი რუსეთის მიერ იყო გაცემული, – იტყობინება Deník N.

გამოცემის ცნობით, გერასიმენკო პრაღაში გადაჯდომის დროს დააკავეს, იგი რიგიდან პარიზში მიფრინავდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა.

ოფიციალურად რუსეთი გერასიმენკოს საფინანსო დანაშაულისთვის ეძებს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S