Accentnews.ge
ევროპულმა კომისიამ, მათ შორის Google-ს მოუწოდა, რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას დაეხმაროს

ევროპულმა კომისიამ, მათ შორის Google-ს მოუწოდა, რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას დაეხმაროს

09/01/2024 11:40:39 მსოფლიო

ევროპულმა კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას დაეხმაროს, რათა "თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ". ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მასმედიის თავისუფლებისთვის ხელის შეწყობა - ერთი მედლის ორი მხარეა. ჩვენ გვსურს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთიც გააკეთონ და მეორეც. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაციის ხილვადობა და არა მინსკისა და კრემლის პროპაგანდისა“, - განაცხადა, გამოცემის ცნობით, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვერა იოუროვამ, რომელმაც ეს საკითხი Google-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

გამოცემის თხოვნის საპასუხოდ Google-ში განაცხადეს, რომ კომპანია „ყოველ ღონეს ხმარობს, შექმნას და უზრუნველყოს წესების დაცვა ისე, რომ მხედველობაში არ იქნეს მიღებული პოლიტიკური მოსაზრებები“. Meta-ში გამოცემის მოწოდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S