Accentnews.ge
თბილისში ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ცოლი საავადმყოფოში დაიღუპა

თბილისში ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ცოლი საავადმყოფოში დაიღუპა

09/01/2024 11:02:05 მსოფლიო

თბილისში კაცმა ცოლს სასტიკად სცემა. შედეგად 27 წლის ქალი დღეს ინგოროყვას კლინიკაში დაიღუპა.

როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, ქალი კლინიკაში მთელ სხეულზე არსებული მრავლობითი ჭრილობებით, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

ექიმის თქმით, ჩატარდა ოპერაცია, თუმცა ქალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

კაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S