პალესტინის პრეზიდენტი თებერვალში რუსეთს ეწვევა
09/01/2024 10:58:55 მსოფლიო
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თებერვალში რუსეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინელი ლიდერის მრჩეველი, მაჰმუდ ალ-ჰაბაში ავრცელებს.
„კონკრეტული თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, ვიზიტი თებერვალში შედგება“, - განაცხადა მაჰმუდ აბასის მრჩეველმა.
მაჰმუდ ალ-ჰაბაშის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და ახლოს აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.


