ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი გაუჩინარდა, რის გამოც ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული
09/01/2024 08:30:25 მსოფლიო
ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა.
ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“, ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა. ფიტო იმყოფებოდა ქალაქ გუაიაკილის საპატიმროს განსაკუთრებით დაცულ საკანში.
ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.


