Accentnews.ge
პენტაგონი: ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვგეგმავთ

პენტაგონი: ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვგეგმავთ

09/01/2024 07:02:37 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავენ.

"კვლავაც ძალიან კონცენტრირებულები ვართ "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაზე“, - განაცხადა პენტაგონის პრეს–სპიკერმა პატრიკ რაიდერმა და დასძინა, რომ აშშ-ის ძალები ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით იმყოფებიან.

ცნობისთვის: ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაღდადი იწყებს მზადებას ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანისთვის, რადგან მათი ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს. ერაყის პრემიერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბაღდადში აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S