თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, მძღოლი დაკავებულია
09/01/2024 07:00:37 მსოფლიო
ვაშინგტონში, თეთრი სახლის კომპლექსის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ენტონი გულიელმის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია.
ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის: დეკემბერში დელავერის შტატში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. მძღოლს ბრალი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის წაუყენეს.


