Accentnews.ge
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

08/01/2024 19:10:40 მსოფლიო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა.

ბორნის გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჯერ–ჯერობით არ დაუსახელებია, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის მაისიდან იკავებდა. იგი საფრანგეთის მეორე ქალი პრემიერი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S