ნეთანიაჰუ და გალანტი: "ომი მალე არ დასრულდება, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება"
08/01/2024 19:04:14 მსოფლიო
"ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება", - ნათქვამია ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერის ოფისი ავრცელებს.
პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.
"იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ", - აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტი.
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.


