Accentnews.ge
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი": ისრაელსა და"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 79 ჟურნალისტი დაიღუპა

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი": ისრაელსა და"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 79 ჟურნალისტი დაიღუპა

08/01/2024 18:55:20 მსოფლიო

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელსა და"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 79 ჟურნალისტი დაიღუპა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან : 72 პალესტინელი, ისრაელის 4 მოქალაქე და 3 ლიბანელი ჟურნალისტი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 21 კი დაკავებულია.

„ღაზაში ჟურნალისტები, რომლებიც კონფლიქტის გაშუქებას ცდილობენ, განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე დგანან", ნათქვამია CPJ–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S