Accentnews.ge
ბორელი: გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

ბორელი: გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

08/01/2024 18:00:34 მსოფლიო

გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფეისალ ბინ ფარჰან ალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ფეისალ ბინ ფარჰან ალთან შეხვედრისას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ინიციატივა განიხილა.

"ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ პრინცი ფეისალი 22 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S