ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა
08/01/2024 17:07:27 მსოფლიო
78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს.
ბეკენბაუერი ნაკრების ლიდერი იყო 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისას და შემდეგ, 1990 წელს მწვრთნელის როლით მოიპოვა გამარჯვება ამ შეჯიბრებაში.
ბეკენბაუერი ცნობილი იყო კლასიკური, დომინანტური სტილით დასავლეთ გერმანიისა და მიუნხენის ბაიერნის ნაკრებებში. იგი ცნობილი იყო ზედმეტსახელით "Der Kaiser" ("იმპერატორი").


