Accentnews.ge
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს"

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს"

08/01/2024 14:47:45 მსოფლიო

"ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს" , - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ერთ მიზანს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირება წარმოადგენს, მეორეს კი ისრაელის მთავრობაზე ზეწოლა, რათა მან ღაზაში სამხედრო ოპერაციები დაასრულოს“, - განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების თავიდან დაწყება.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S