თურქეთში, მალათიის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა
08/01/2024 14:40:43 მსოფლიო
თურქეთში, მალათიის პროვინციაში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მისი სიღრმე 4.6 კმ. იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


