Accentnews.ge
რუსეთში სამხედრო აეროპორტში ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დაღესტნელ მოზარდს პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში სამხედრო აეროპორტში ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დაღესტნელ მოზარდს პატიმრობა მიუსაჯეს

08/01/2024 13:53:04 მსოფლიო

რუსეთში სამხედრო აეროპორტში ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დაღესტნელ მოზარდს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის სასამართლომ მიიღო.

დაღესტნის რესპუბლიკაში მცხოვრები 16 წლის მოზარდი ადგილობრივ სამხედრო აეროპორტში Su-34-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით არის დაკავებული.

ინციდენტი 4 იანვარს მოხდა. როგორც უკრაინის დაზვერვა მაშინ აცხადებდა, თვითმფრინავი სრულად განადგურდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, მოზარდი, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, მონაწილეობდა დაღესტნის რკინიგზაზე ხანძრის გაჩენის რამდენიმე ინციდენტში, რომლებიც უკრაინის მიერ იყო ორგანიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S