Accentnews.ge
დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმას მხვერპლი მოჰყვა

დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმას მხვერპლი მოჰყვა

08/01/2024 08:23:30 მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმას მხვერპლი მოჰყვა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები იყო ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კრივოი როგსა და რამდენიმე რაიონზე.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კროვოი როგში დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი და 20-ზე მეტი სახლი. დაიჭრა 1 ადამიანი. სარაკეტო შეტევის შედეგად ლოზოვატის თემში კერძო სახლი დაინგრა. დაიღუპა 62 წლის ქალი.

ქალაქ ნოვომოსკოვსკში დაზიანებულია 3 ადმინისტრაციული შენობა და 5-სართულიანი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქებები იყო ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც. დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ობიექტები. დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი.

რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის გამო უკრაინის 6 ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გამოცხადდა და 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან(Ту-95МС) და ავიაგამანადგურებლებიდან (МиГ-31К).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S