Accentnews.ge
ისრაელის არმია ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვის შესახებ იუწყება

ისრაელის არმია ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვის შესახებ იუწყება

08/01/2024 07:58:16 მსოფლიო

ისრაელის არმია ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვის შესახებ იუწყება.

მისი ცნობით, წუხელ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბევრ ობიექტს დაარტყეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა მარვაჰინის რაიონში „ჰეზბოლას“ სამხედრო კომპლექსს დაარტყა. დარტყმა ასევე განხორციელდა აიტა ეშ შაბში სარაკეტო გამშვებსა და ინფრასტრუქტურაზე“, - აღნიშნულია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 800 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S