„ოქროს გლობუსი“ „ატომური ბომბის მამაზე“ გადაღებულმა ფილმმა მიიღო
08/01/2024 07:14:26 მსოფლიო
ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესტიჟული კინოპრემიით, „ოქროს გლობუსით" დაჯილდოების 81-ე ცერემონია. საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს „ოპენჰაიმერი“, რომელმაც კიდევ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ბიოგრაფიული დრამა ამერიკელი ფიზიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის შესახებაა. მეორე მსოფლიო ომის დროს ოპენჰაიმერი ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას, რის გამოც ხშირად „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ.
რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოქროს გლობუსი“ მიიღო როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამავე ფილმისთვის მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს უმცროსი რობერტ დაუნი. „ოპენჰაიმერის“ რეჟისორს კრისტოფერ ნოლანს „ოქროს გლობუსი“ გადაეცა როგორც საუკეთესო რეჟისორს, ხოლო ლუდვიგ გორანსონს - საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის.
იხილეთ გამარჯვებულების სია:
საუკეთესო ფილმი - დრამა
- Oppenheimer
საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამა
- ლილი გლადსტონი - Killers of the Flower Moon
საუკეთესო მხატვრული ფილმი - მიუზიკლი ან კომედია
- Poor Things
საუკეთესო მსახიობი - მიუზიკლი ან კომედია
- პოლ ჯიამატი - The Holdovers-ში შესრულებული როლით.
საუკეთესო სატელევიზიო სერილია - დრამა
- Succession
აუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში - დრამა
- სარა სნუქ - სერიალში Succession
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი - მიუზიკლი ან კომედია
- The Bear
საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი
- Beef
კინემატოგრაფული და კომერციული წარმატება
- Barbie
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
- What Was I Made For? ბილი აილიში და ფინეას ო’კონელი (Barbie)
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა
- ლუდვიგ გორანსონი - Oppenheimer
საუკეთესო მსახიობი კაცი - დრამა
- კილიან მერფი - Oppenheimer
საუკეთესო მსახიობი ქალი - მიუზიკლი ან კომედია
- ემა სტოუნი - Poor Things
საუკეთესო რეჟისორი
- კრისტოფერ ნოლანი - Oppenheimer
საუკეთესო ანიმაცია
- The Boy and the Heron
საუკეთესო მსახიობი კაცი საეტელევიზიო სერიალში - დრამა
- კირან კალკინი - Succession
საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში - მიუზიკლი ან კომედია
- აიო ედებირი - The Bear
საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი
- Anatomy of a Fall
საუკეთესო შესრულება სატელევიზიო სტენდაფ კომედიაში
- რიკი ჟერვე
საუკეთესო მსახიობი კაცი სატელევიზიო სერიალში - მიუზიკლი ან კომედია
- ჯერემი ალენი უაიტი - The Bear
საუკეთესო სცენარი
- ჯასინას ტრიე და არტიურ არარი - Anatomy of a Fall
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი სატელევიზიო სერიალში
- მეთიუ მაკფადენი - Succession
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი სატელევიზიო სერიალში
- ელიზაბეთ დებიცკი - The Crown
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი
- რობერტ დაუნი უმცროსი - Oppenheimer
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
- დავაინი ჯოი რენდოლფი - The Holdovers
„ოქროს გლობუსი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად ითვლება.


