რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა
08/01/2024 06:00:16 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. საჰაერო განგაში უკრაინის დროით დაახლოებით დილის 6 საათზე რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში გამოცხადდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურეს რაკეტების გაშვება რუსული Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და MiG-31K გამანადგურებლებიდან. კრემლმა ფრთოსანი რაკეტების გარდა გამოიყენა ერთი ან მეტი ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი".
აფეთქებები იყო დნეპრში და ხარკოვში.
შედეგებზე დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.


