ნეთანიაჰუ: ომი არ უნდა შეწყდეს მანამ, ვიდრე 3 მიზანს არ მივაღწევთ
07/01/2024 12:54:45 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ომი არ უნდა შეწყდეს მანამ, ვიდრე ისრაელი 3 მიზანს არ მიაღწევს.
"ჩვენი სამი მთავარი მიზანია: "ჰამასის" განადგურება, ჩვენი მძევლების დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის. ამ მიზნების მიღწევამდე ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთობლივი ძალებით გავაგრძელოთ სვლა სრულ გამარჯვებამდე", – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 600 ადამიანი დაიღუპა.


