თურქეთში მიწისძვრა მოხდა
07/01/2024 12:45:08 მსოფლიო
თურქეთში, ვანის პროვინციაში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მისი სიღრმე 3.7 კმ. იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


