უკრაინის საჰაერო ძალები: ბოლო 24 საათში რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოვაგდეთ
07/01/2024 11:02:40 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 6-7 იანვარს ღამით რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 28 უპილოტო აპარატითა და სამი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. მისი ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს.
სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა იური იჰნატმა განაცხადა, რომ „მოწინააღმდეგემ იერიშის აქცენტი გადაიტანა ფრონტისპირა ტერიტორიებზე: ხერსონის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დრონებით შეუტიეს".
თავდასხმის შედეგად ქალაქ დნეპროპეტროვსკის ცენტრში 12 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის – სკოლის საერთო საცხოვრებელი.


