ბავარიის პრემიერი: გერმანიამ უკრაინას Taurus-ის რაკეტები უნდა მიაწოდოს, ეს სერიოზული შესაძლებლობაა რუსეთის დასამარცხებლად
07/01/2024 10:38:23 მსოფლიო
ბავარიის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზოდერის განცხადებით, გერმანიამ უკრაინას შორი მანძილის საკრუიზო რაკეტები უნდა მიაწოდოს.
პრემიერის აღნიშნულ განცხადებას გამოცემა t-online-ზე დაყრდნობით "Европейская правда" ავრცელებს.
ზედერის თქმით, Taurus-ის რაკეტები უკრაინას დაეხმარება „დრონებისა და რაკეტების მუდმივი თავდასხმების თავიდან აცილებაში“.
"ეს იქნება სერიოზული შესაძლებლობა უკრაინისთვის, ახალი გამბედაობა გამონახოს და რუსებს არ მისცეს გამარჯვების საშუალება", - მიიჩნევს ბავარიის პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, გერმანიას და ზოგადად ევროკავშირს "უსაფრთხოების რეალური პრობლემა" შეექმნებათ, თუ რუსეთი ომში გაიმარჯვებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა მოწოდებით, უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის თაობაზე.
ამ დრომდე გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ის შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე უარს აცხადებს.


