Accentnews.ge
ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

05/01/2024 17:00:52 მსოფლიო

ფინეთი გეგმავს, რომ 2025 წლიდან აკრძალოს რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა კაი მიკიანენმა განაცხადა.

„არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა", – განაცხადა მიკიანენმა.

მინისტრის თქმით, ეს შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა შეათანხმეს დეკემბრის დამდეგს.

რეფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელარუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. ამასთან, აკრძალვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი დადგენილება გაზაფხულზე შევა ძალაში. ამის შემდეგ ფინეთის ხელისუფლება შეძლებს, საკუთარი წინადადება წამოაყენოს იმპორტის აკრძალვის შესახებ.

შარშან რუსეთმა ევროპას მიაწოდა თითქმის 16 მილიონი ტონა გათხევადებული აირი. რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი. მიკიანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს და „ამ საკითხს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S