Accentnews.ge
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: 7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ ტყვეობაში 25 მძევალი გარდაიცვალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: 7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ ტყვეობაში 25 მძევალი გარდაიცვალა

05/01/2024 14:55:18 მსოფლიო

7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ ტყვეობაში 25 მძევალი გარდაიცვალა.ამს შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელს კვლავ სჯერა, რომ გასული წლის „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად აყვანილი 107 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ამასთან, ისრაელის ოთხი მოქალაქე ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე იმყოფებოდა „ჰამასის“ მძევლობაში - ორი ცოცხალია და ორი გარდაცვლილი.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ისრაელის „მძევალთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ფორუმმა” ღაზას სექტორში მყოფი კიდევ ერთი მძევლის - 38 წლის ტამირ ადარის - გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 300 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S