Accentnews.ge
ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა

ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა

05/01/2024 13:51:36 მსოფლიო

ნეპალმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს თანამოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვების გაცემა, – იტყობინება Reuters.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის არმიაში მებრძოლი, სულ მცირე, 10 ნეპალელი უკრაინაში დაიღუპა.

ნეპალის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნიდან ახლა უკრაინაში სულ მცირე 200 დაქირავებული იბრძვის რუსეთის მხარეს. არ არის დაკონკრეტებული, ისინი ჯარში კონტრაქტით მსახურობენ თუ კერძო სამხედრო კომპანიის მიერ არიან დაქირავებული. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნარაიან პრაკაშ საუდმა განაცხადა, რომ 100 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია.

ნეპალი თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მუშაობისთვის ნებართვას გასცემს მათ მშვიდობიან პროფესიებში დასასაქმებლად. ნეპალის კანონები მოქალაქეებს უკრძალავს სხვა ქვეყნების ჯარში მსახურობას, გარდა რამდენიმე მეგობარი ქვეყნისა, განსაკუთრებით ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთისა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S