Accentnews.ge
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი: კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დავაკავეთ

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი: კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დავაკავეთ

05/01/2024 12:36:38 მსოფლიო

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრ აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ირანის ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.

„ჩვენი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებმა მოიპოვეს ინფორმაცია კერმანში ტერორისტულ აფეთქებებში მონაწილე პირებთან დაკავშირებით და მათი ნაწილი დააკავეს“, - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო ათობით პირი დაიჭრა.

ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S