Accentnews.ge
ბერბოკი ისრაელში ჩადის:  "კონფლიქტის ესკალაციის რისკი ძალიან რეალურია"

ბერბოკი ისრაელში ჩადის:  "კონფლიქტის ესკალაციის რისკი ძალიან რეალურია"

05/01/2024 11:39:31 მსოფლიო

7 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ისრაელს ეწვევა.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, გერმანიის მთავრობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

"მინისტრი ბერბოკი კვირას გაემგზავრება ისრაელში, რათა შეხვდეს თავის ახალ კოლეგას და ისრაელის პრეზიდენტს. იგი ასევე გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას პალესტინის ტერიტორიებზე", – აცხადებენ გერმანიის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 300 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S