Accentnews.ge
საქართველომ Meta-ს გასული წლის 6 თვეში ანგარიშებზე ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა

საქართველომ Meta-ს გასული წლის 6 თვეში ანგარიშებზე ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა

05/01/2024 10:25:15 მსოფლიო

2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ 47 თხოვნით, ჯამში 149 ანგარიშის შესახებ მიმართა.

Meta-ს წლის ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნათა უმეტესობა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესით იყო გამოწვეული და საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დადებითად დააკმაყოფილეს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია Meta-მ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა.

საუბარია Meta-ში შემავალი Facebook-ის, Instagram-ის, Messenger-ის, Oculu-ს და Whatsapp-ის ანგარიშებზე.

Meta-ს მონაცემებით 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნების რაოდენობა გაზრდილია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლისს-დეკემბერში კი 28.

ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, გასული წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ საქართველოს მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.

  • რეგიონის ქვეყნებიდან Meta-ს ყველაზე ხშირად, გასული წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან მიმართავდნენ. სომხეთის მთავრობამ იმავე პერიოდში Meta-ს 5 მოთხოვნა გაუგზავნა (60% დაკმაყოფილდა), აზერბაიჯანის მთავრობამ კი 15 (40% დაკმაყოფილდა)
  • Meta-მ გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველა მეტი მოთხოვნა აშშ-დან მიიღო, 74 ათასამდე (73,956) განაცხადი 125 ათასზე მეტი პირის ანგარიშს შეეხებოდა. დაკმაყოფილდა მოთხოვნის 87.84%.
  • ევროპის ქვეყნებიდან პერსონალური ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების მოთხოვნით Meta-ს ყველზე მეტი განცხადება გერმანიიდან აქვს მიღებული. 21 ათასამდე განაცხადის (20.741) 71.75% დადებითად დაკმაყოფილდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S