Accentnews.ge
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 92-ს მიაღწია

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 92-ს მიაღწია

05/01/2024 08:39:54 მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 92-ს მიაღწია. დაკარგულად ითვლება 242. ცოცხლად გადარჩენილთა საპოვნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გუშინ, 4 იანვარს, საღამოს ამოიწურა.

ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, ქალაქ ვაჯიმაში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 80 წელზე უფროსი ასაკის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 72 საათზე მეტი გაატარა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დღეს განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მაშველებსა და პოლიციელებთან ერთად სამხედროები მონაწილეობენ. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართული სამხედროების რიცხვი 4600-მდე გაორმაგდა.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა 1 იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქებში სუზუსა და ვაჯიმაში სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%. დროებითი განთავსების ცენტრებში იმყოფება უსახლკაროდ დარჩენილი 34 000-მდე ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S