Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა

05/01/2024 08:02:33 მსოფლიო

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა.

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსები აცხადებენ, რომ ინციდენტს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ან სამხედროებისთვის ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, მათი თქმით, ეს ქმედება ზრდის დაძაბულობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S