ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
05/01/2024 07:26:21 მსოფლიო
ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, - იუწყება Reuters.
ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები.
მომხდარის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.


