Accentnews.ge
პენტაგონი: ბაღდადში აშშ-ის ავიაიერიშს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა

პენტაგონი: ბაღდადში აშშ-ის ავიაიერიშს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა

05/01/2024 07:20:20 მსოფლიო

აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების "ალ-ნუჯაბას“ ლიდერის მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.

პენტაგონის ინფორმაციით, ალ- ჯავარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აბუ თაკვა, რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.

პენტაგონის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ კიდევ ერთი წევრი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S