Accentnews.ge
ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან

05/01/2024 07:18:08 მსოფლიო

ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

"რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გაშვებული 10 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ოლქის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, მაღალსართულიან კორპუსთან ჭურვის აფეთქების გამო 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S