Accentnews.ge
პენტაგონი: უკრაინელები F-16-ებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ

პენტაგონი: უკრაინელები F-16-ებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ

05/01/2024 06:59:13 მსოფლიო

უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზაზე მიმდინარეობს.

"როგორც მოგეხსენებათ, პილოტის კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ამას შეიძლება, ხუთიდან რვა თვემდე დასჭირდეს“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S