Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც, მათ შორის მოიცავს რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც, მათ შორის მოიცავს რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის

05/01/2024 05:56:59 მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.

როგორც გერმანიის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაკეტი მოიცავს:

  • Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს;
  • „Leopard 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალას;
  • Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას;
  • რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;
  • TRML-4D-ის ორ სარადარო სადგურს;
  • 9 000-ზე მეტ 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალას;
  • ნაღმების გამწმენდ Wisent 1 ტიპის ორ ტანკს;
  • დრონის აღმოჩენის 30 სისტემას;
  • 34 სატრანსპორტო საშუალებას;
  • 3 ათასზე მეტ ჩაფხუტს;
  • MK 556 -ის ტიპის 30 შაშხანას;
  • 750 000 ვაზნას და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას.

ბერლინი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გააგრძელებს კიევის დახმარებას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S