იტალიის პრემიერი: უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან
04/01/2024 19:16:08 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ 4 იანვარს შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მან ნეგატიურად შეაფასა განცხადებები, რომ “ჩვენ არ უნდა ვაგზავნიდეთ იარაღს უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს".
მისი თქმით, იტალია გააგრძელებს, დაეხმაროს უკრაინას, თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან.


