Accentnews.ge
ზელენსკი: ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად

ზელენსკი: ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად

04/01/2024 18:39:46 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს დამატებითი სამხედრო დახმარების მიღების მიზნით.

"ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი დიპლომატების მთელი გუნდი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას რუსული აგრესიისგან იცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S