უკრაინის შეიარაღებული ძალები: "ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დავარტყით"
04/01/2024 17:35:55 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.
"დღეს დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის მახლობლად რუსული საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყირიმში დღეს საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიხაილ რაზვოჟაევის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა მოიგერია.
„წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე უკვე ჩამოგდებულია. ქალაქში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა“, - წერს იგი ტელეგრამ–არხზე.


