ანექსირებულ ყირიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა
04/01/2024 15:00:02 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიხაილ რაზვოჟაევის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა მოიგერია.
„წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე უკვე ჩამოგდებულია. ქალაქში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა“, - წერს იგი ტელეგრამ–არხზე.


