Accentnews.ge
ლუკაშენკომ პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს, მათ შორის უვადო პრივილეგიების თაობაზე ხელი მოაწერა

ლუკაშენკომ პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს, მათ შორის უვადო პრივილეგიების თაობაზე ხელი მოაწერა

04/01/2024 14:09:14 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის გადამდგარი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ასევე, საპრეზიდენტო თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დოკუმენტის მიხედვით, ლუკაშენკო შეძლებს, გახდეს სახალხო კრების დელეგატი და უვადო სენატორი. ამასთან, შემოსავლის წყაროს მიუხედავად, ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მას უვადოდ დაენიშნება ყოველთვიური, ხელფასის ოდენობის ანაზღაურება.

ცვლილებები ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტის მოთხოვნების გარდა, პარლამენტი საპრეზიდენტო კანდიდატის მოთხოვნებსაც ცვლის, რომლის მიხედვით, კანდიდატს შეუძლია, გახდეს პრეზიდენტი, თუ იგი ბელარუსის მოქალაქეა დაბადებით, არის არანაკლებ 40 წლის და არჩევნებამდე, მინიმუმ, 20 წელია, ცხოვრობს ქვეყანაში და არ აქვს ბინადრობის ნებართვა, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S