Accentnews.ge
ყოფილ "ვაგნერელს" უკრაინის ომში მონაწილეობისთვის ყირგიზეთში 5 –წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილ "ვაგნერელს" უკრაინის ომში მონაწილეობისთვის ყირგიზეთში 5 –წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

04/01/2024 12:20:12 მსოფლიო

ყირგიზეთის მოქალაქეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. განაჩენი ნარინის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.

ყირგიზეთის მოქალაქე გასული წლის აგვისტოში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის კაცი რუსეთის ციხეში, პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს" შეუერთდა.

ეს უკვე რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ყირგიზეთში ყოფილი "ვაგნერელების" წინააღმდეგ აღძრეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S