Accentnews.ge
ისრაელის არმია: ლიბანში "ჰეზბოლას" სამიზნეებს ვბომბავთ

ისრაელის არმია: ლიბანში "ჰეზბოლას" სამიზნეებს ვბომბავთ

04/01/2024 11:21:33 მსოფლიო

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ლიბანში "ჰეზბოლას" სამიზნეებს ბომბავს.

"დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" სადამკვირვებლო პუნქტზე და ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე მარუნ ალ-რასის რაიონში, რომელიც ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს", – ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებლ ინფორმაციაში.

მისივე ინფორმაციით, დღეს დილით ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 300 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S