Accentnews.ge
მედია: რუსეთის აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა

მედია: რუსეთის აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა

04/01/2024 10:15:47 მსოფლიო

რუსეთში, ჩელიაბინსკში, „შაგოლის“ აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.

„ვადასტურებთ, რომ მტრის თვითმფრინავი დაიწვა“, - აცხადებს წყარო.

წყაროს ცნობითვე, მომხდარის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S