Accentnews.ge
FT: ჩინეთი რუსეთის სამხედრო კომპლექსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელია

FT: ჩინეთი რუსეთის სამხედრო კომპლექსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელია

03/01/2024 19:57:06 მსოფლიო

ჩინელი მწარმოებლები დომინირებენ რუსეთთან ისეთი დეტალებითა და აღჭურვილობით ვაჭრობაში, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სასიცოცხლო საჭიროებას წარმოადგენს. ამის შესახებ Financial Times წერს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ორ ფაქტზე: აღჭურვილობის მიწოდების ზრდასა და ჩინური საქონლის წილზე რუსულ იმპორტში.

კერძოდ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა 10-ჯერ გაზარდა რუსეთისთვის მაღალი სიზუსტის ჩარხების მიწოდება, რაც სამხედრო მრეწველობაში შეიძლება იქნას გამოყენებული.

რუსეთის საბაჟოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში ჩინელმა მწარმოებლებმა რუსეთს 68 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მიაწოდეს. უკრაინაში შეჭრამდე, 2022 წლის თებერვლამდე, მარაგების მოცულობა მხოლოდ 6.5 მილიონი დოლარი იყო.

ცნობისთვის: ჩინეთს რუსეთი უკრაინაში შეჭრა არ დაუგმია. ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S