Accentnews.ge
ლატვიამ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს თავშესაფარი მისცა

ლატვიამ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს თავშესაფარი მისცა

03/01/2024 19:19:41 მსოფლიო

ლატვიამ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს თავშესაფარი მისცა.

როგორც ლატვიური გამოცემა Delfi წერს, რუსეთის მოქალაქემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაიბადა ლატვიაში. იგი მოგვიანებით ცხოვრობდა უკრაინაში, მაგრამ ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა. 2014 წელს იგი მოხალისედ შეუერთდა ბატალიონ „დონბასს“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან დატოვა თავისი რაზმი, რადგან ტრავმების გამო ბრძოლებში მონაწილეობა აღარ შეეძლო.

გამოცემის ცნობით, იგი ცდილობდა უკრაინის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღებას, მაგრამ ვერ შეძლო ხელისუფლებისთვის დოკუმენტების სრული პაკეტის მიწოდება, რადგან დაბომბვის დროს მისი რუსული პასპორტი დაიწვა, ხოლო რუსეთში წასვლა დოკუმენტების აღსადგენად მას ეშინოდა.

ლატვიის მიგრაციის სამსახურების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაში დაბრკოლებას ვერ ხედავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S