Accentnews.ge
გერმანია თანამოქალაქეებს ლიბანის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

გერმანია თანამოქალაქეებს ლიბანის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

03/01/2024 19:13:25 მსოფლიო

გერმანია თანამოქალაქეებს ლიბანის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გერმანიის ყველა მოქალაქეს, რომელიც ჯერ კიდევ ლიბანში იმყოფება, მივმართავთ, დარეგისტრირდნენ ELEFAND–ის კრიზისის მზადყოფნის სიაში და რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S