ზელენსკი: რუსეთის ტყვეობიდან დამატებით 200-ზე მეტი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა
03/01/2024 16:54:03 მსოფლიო
რუსეთის ტყვეობიდან დამატებით 200-ზე მეტი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. იგი მადლობას უხდის ყველას, ვინც ტყვეების გათავისუფლებაში მონაწილეობდა.
"ჩვენი ხალხი სახლშია. დღეს ჩვენ დავიბრუნეთ 200-ზე მეტი მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ტყვეობიდან. ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, საზღვაო ძალებიდან და მესაზღვრეები. ზოგიერთი დამცველი მარიუპოლსა და აზოვსტალში იბრძოდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენს ხალხს სახლში აბრუნებს. მადლობელი ვარ ჩვენი მცველების. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავიბრუნოთ ყველა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება", - წერს ზელენსკი.
კიევი რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის მოქალაქეებს პერიოდულად ათავისუფლებს. რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედრეობს შორის ამჟამად 5 ქართველი მოხალისეც იმყოფება.


