Accentnews.ge
"ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის ლიბანში მკვლელობის შემდეგ ბორელი არ გამორიცხავს, რომ „ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გაეხვიოს"

"ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის ლიბანში მკვლელობის შემდეგ ბორელი არ გამორიცხავს, რომ „ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გაეხვიოს"

03/01/2024 16:38:56 მსოფლიო

"ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის ლიბანში მკვლელობის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი არ გამორიცხავს, რომ „ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გაეხვიოს".

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ისრაელ-ღაზას კონფლიქტის გადაწყვეტას ხელი უნდა შეუწყოს.

"მჯერა, ამ 30 წლის განმავლობაში ვისწავლეთ, რომ გამოსავალი გარედან უნდა ვიპოვოთ, რადგან ორივე მხარე დამოუკიდებლად ვერასოდეს მიაღწევს შეთანხმებას. თუ ეს ტრაგედია მალე არ დამთავრდება, შესაძლოა, მთელი ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გაეხვიოს. ის, რაც გუშინ მოხდა, ვგულისხმობ "ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის სიკვდილს, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს", – განაცხადა ბორელმა.

​მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების ხელშეწყობის მიზნით იგი გეგმავს ეწვიოს ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის – ლიბანს.

ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S