Accentnews.ge
ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, შვედეთში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, შვედეთში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

03/01/2024 16:08:46 მსოფლიო

შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონში, იანვარში, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირვალდ, ყველაზე დაბალი ტემპერატურა -43.6 გრადუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი (SMHI) ავრცელებს.

SMHI-მა გამოსცა ყვითელი და ნარინჯისფერი გაფრთხილებები ქარისა და თოვლის შესახებ სამხრეთ შვედეთისა და სტოკჰოლმის რაიონებში. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. შეფერხებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა. სამხრეთ და ცენტრალურ შვედეთში, უამინდობამ ოთხშაბათს დილით რამდენიმე ავარია გამოიწვია.

ბოლო დღეებში ქარიშხალმა დააზარალა დანია და ნორვეგიაც, ჩაიკეტა გზები და გაუქმდა სარკინიგზო რეისები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S